ზაზა სარალიძე მედიასაშუალებებს მისი დღევანდელი საქციელიდან გამომდინარე ბოდიშს უხდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
სარალიძე მედიასაშუალებებს სთხოვს, ზურაბ თოდუასთან პირისპირ დიალოგის საშუალება მისცენ. შვილმოკლული მამა პირობას იძლევა, რომ საქმის მასალებს და დეტალებს არ შეეხება.
„ბოდიშს ვუხდი ყველა მედიასაშუალებას დღევანდელი ჩემი საქციელიდან გამომდინარე.
არ გთხოვთ პატიებას,თქვენ თქვენ საქმეს და პროფესიას ემსახურებით.ვიცი უნდა გავითვალისწინო ყველაფერი.
უფალმა გვაპატიოს ყველა ცოდვა!!!
მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება,ბატონი ზურაბ თოდუა დაითანხმეთ პირისპირ დამიჯდეს და რამოდენიმე კითხვას დავუსვამ. პირობას ვდებ საქმის მასალებს და დეტალებს არ შევეხები და მითუმეტეს არც პოლიტიკური იქნება ჩემი კითხვები.
მხოლოდ და მხოლოდ პირისპირ და პირდაპირ ეთერში.
ბოდიშს გიხდით კატეგორიულობისთვის!!!“ - წერს სარალიძე ფეისბუკზე.
ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას პროცესზე დაცვის მხარეს შვილის ფოტოები შეაყარა და დარბაზი ხმაურით დატოვა. ის გააღიზიანა ბოლო დღეებში გაკეთებულმა განცხადებებმა, თითქოს ის ხელისუფლებას გაურიგდა.